eoluri formebi - iardangi

 

რელიეფის ეოლური ფორმა. წარმოიქმნება ქარის მოქმედების შედეგად, უმეტესწილად არიდული კლიმატის რაიონებში (ნახევარუდაბნო, უდაბნო ტერიტორიები). წარმოადგენს ვიწრო პარარელურ, ქარის მიმართულებით გადაჭიმულ რელიეფის დადებით ფორმებს. აქვს ასიმეტრიული ციცაბო კალთები, რომელსაც ნაოჭები გასდევს. ძირითადად თიხიან ნიადაგზე ვითარდება. სიგრძე რამდენჯერმე სჭარბობს სიგანეს. სიმაღლე რამდენიმე მეტრს აღწევს. იარდანგი გამოქარვისა და კოროზიის ნაოჭია, რომლის ჩაჭრის სიღრმე რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე მ-მდეა. დამახასიათებელია ცენტრალური აზიის უდაბნოებისათვის. გვხვდება აგრეთვე ტიბესტის პლატოსა და არიზონაში ფინიქსისა და უინდიუ-როკის გასწვრივ. ტერმინი თურქული წარმოშობისაა (თურქ. Yardang) და იხმარება ცენტრალური აზიის უდაბნოების რელიეფის აღსანიშნავად.

კოსმოსური აპარატის - Mars Global Surveyor-ის მიღებული გამოსახულებების შემდეგ, დადასტურდა მათი არსებობა პლანეტა მარსზეც.